პირველი ცდის შემდეგ ლიდერობდა საშუალო ტრამპლინში ჩემპიონი, პოლონელი კამილ შტოხი, თუმცა მისი უპირატესობა ნორიაკი კასაისა და ზევერინ ფროინდზე დიდი არ ყოფილა. სლოვენიელი პეტერ პრევციც ახლოს იყო და ინარჩუნებდა მედლების შანსს. მოკლედ, შედეგები ძალიან მჭიდრო იყო და მეორე ცდა საინტერესო უნდა გამოსულიყო.
ქარი აქაც ჩაერია საქმეში: ზოგისთვის ის შემხვედრი იყო, ზოგისთვის
შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, კამილ შტოხის მეორე ოქროს საფრთხე დაემუქრა. მხოლოდ 1.3 ქულა წააგო პოლონელთან 41წლის იაპონელმა ნორიაკი კასაიმ, არადა, გამარჯვების შემთხვევაში, ის ზამთრის თამაშების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდებოდა. იაპონელს ძალიან კარგი მეორე ცდა ჰქონდა, რასაც შტოხმა საშუალო დონის ნახტომით უპასუხა. ამიტომაც დიდი ხანი გაურკვეველი იყო - ვინ გაიმარჯვა. საბოლოოდ, ოქრო ისევ შტოხს ერგო, მაგრამ კასაის ვერცხლი ბევრის ოქროს სჯობდა.
ექვსქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მესამე ადგილზე გადასვლა შეძლო პეტერ პრევცმა, ზევერინ ფროინდმა კი მეორე ცდა ჩააგდო და გერმანია ისევ უმედლოდ დარჩა.
რაც შეეხება ნორიაკი კასაის, იაპონელის ყველაზე დიდი წარმატება 1992 წლით თარიღდება, როცა მან ჩეხეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დღეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ კასაიმ ეს ოქრო 22 წლის წინ აიღო. დღეს მსოფლიოს ელიტაში შემავალი სპორტსმენების დიდი ნაწილი მაშინ დაბადებულიც არ იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"