სოჭი 2014: ფრისტაილი - ბელორუსი ყველაზე კარგად დაფრინავს

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე ბელორუსი სპორტსმენები ორ სახეობაში აგროვებენ ოქროს - ბიატლონსა და ფრისტაილის დისციპლინა აკრობატიკაში. რამდენიმე დღის წინ აქ ქალებს შორის ალა ცუპერმა გაიმარჯვა, ახლა კი მისგან ესტაფეტა ანტონ კუშნირმა გადაიბარა.

სხვათა შორის, კუშნირმა ოქრომდე დაახლოებით ისეთი გზა გაიარა, როგორიც ცუპერს ჰქონდა. ის პირველი ცდიდან ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ მეორე კვალიფიკაციიდან გადავიდა TOP12-ში. ყოველი მომდევნო ცდის შემდეგ ბელორუსი თავის ხტომებს სულ უფრო სუფთად ასრულებდა, ბოლოს კი შოკში ჩააგდო კონკურენტები, როცა ფანტასტიკური სამმაგი სალტო შეასრულა.

კუშნირის კონკურენტები იძულებულნი გახდნენ, გაერისკათ და ბელორუსის
ანალოგიური სირთულის ხტომები შეუკვეთეს, მაგრამ ჩინელი ფავორიტები დაეცნენ და ვერცხლის მედალი ავსტრალიელ დევიდ მორისს გადაულოცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული