მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ დაწინაურდა ამერიკული დუეტი. დევისმა და უაიტმა უშეცდომოდ შეასრულეს მოკლე პროგრამა; სხვა წყვილების მიმართ კი მსაჯებს პრეტენზიები ჰქონდათ, მათ შორის, ვირტუსა და მორის მისამართითაც.
17 თებერვალს თავისუფალ პროგრამაში ამერიკელთა კონკურენტებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს:
პირადი რეკორდი დაამყარეს ფრანგებმა ნატალი პეშალამ და ფაბიან ბურზამ, სეზონში საუკეთესო
დევისმა და უაიტმა მსოფლიოს რეკორდით მოიპოვეს კარიერაში პირველი ოქრო. ახლა ამერიკულ და კანადურ დუეტებს აბსოლუტური ფრე აქვთ: ორ-ორი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თითო - ოლიმპიადებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"