ჩვენი სამთო-მოთხილამურე ვაჟები გიგანტურ სლალომში 11:00 სთ-იდან გამოვლენ, ელენე კი ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლებში, მოკლე პროგრამით საღამოს 21:00 სთ-იდან წარდგება.
აბრამაშვილი ვანკუვერის ოლიმპიადის მონაწილეა, ბენიაიძე კი დებიუტანტია. რაც შეეხება გედევანიშვილს, ეს მისთვის მესამე ზამთრის ოლიმპიური თამაშებია.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა, რომელმაც გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.
ასევე იხილეთ:
ნინო წიკლაურმა გიგანტურ
ელენე გედევანიშვილი: არ გამოვრიცხავ, ეს ჩემი ბოლო ოლიმპიადა იყოს