ბიორგენის მიერ გავლილი ორი წრის შემდეგ ნორვეგია, პრაქტიკულად, უკვე ჩემპიონი იყო. ამ გუნდის გარდა, ტემპი მხოლოდ ფინეთის ნაკრებს ეჭირა. მეხუთე წრეზე საარინენმა სცადა ოსტბერგის დაწევა, მაგრამ ნორვეგიელმა
ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ბრინჯაოსთვის ბრძოლა. მესამე ადგილისთვის სამი გუნდი იბრძოდა - შვედეთი, გერმანია და პოლონეთი, მაგრამ პოლონელთა ლიდერმა იუსტინა კოვალჩუკმა პარტნიორისგან ცუდი პოზიცია მიიღო და შანსი დაკარგა. დაახლოებით იგივე სიტუაციაში იყო 20 წლის შვედი სტინა ნილსონი, მაგრამ ის დაეწია გერმანელ დენიზ ჰერმანს და ზედ ფინიშზე გაუსწრო მას, რაც მოულოდნელობა იყო, რადგან ჰერმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპრინტერია.
მარიტ ბიორგენი
დაიბადა: 21 მარტი, 1980
სიმაღლე: 1.68 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური სპრინტი
ოქრო - ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური გამოდევნება
ოქრო - ვანკუვერი 2010, 4x5 კმ.
ოქრო - სოჭი 2014, 15 კმ. სკიატლონი
ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი
ვერცხლი - სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 4x5 კმ
ვერცხლი - ტურინი 2006, 10 კმ
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, 30 კმ
ბრინჯაო - ვანკუვერი 2010, 10 კმ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლისმედალოსანი, 3-გზის ბრინჯაოსმედალოსანი; 64 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის 3-გზის მფლობელი.
ინგვილდ ოსტბერგი
დაიბადა: 9 ნოემბერი, 1990
სიმაღლე: 1.65 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი
ვერცხლი - სოჭი 2014, სპრინტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"