სოჭის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა, ფიგურულ სრიალში ასპარეზობა კი ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა და მსაჯებისგან 92,45 ქულა მოაგროვა. აქედან ელენემ პროგრამულ სეგმენტში 53,60 ქულა მიიღო, ხოლო ტექნიკურ კომპონენტებში - მხოლოდ 39,85, რაც მხოლოდ ერთი მონაწილის შედეგზე უკეთესია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორი პროგრამის ჯამში ელენემ 147,15 ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, 19 თებერვალს ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში იასპარეზა, სადაც მე-17 შედეგი აჩვენა (იხილეთ ვრცლად).

ქალთა შორის შეჯიბრება ამ წუთებშიც გრძელდება. გამოსასვლელია 12 მონაწილე, ელენე ამ დროისთვის
მე-7 ადგილზეა, ანუ ქართველმა ოცეული გაინაღდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგისთვის იკლავდით თავს? თუ მიდიხარ მტერთან სტუმრად, მაშინ სამშობლო უნდა ასახელო და მტერს გული უნდა მოუკლა! თქვენ კი რა გააკეთეთ???
antibneleti
22:21 20-02-2014
0
ელენე გაიხარე, ღმერთმა ჯანმრთველად გამყოფოს და დიდი წარმატებები მოგცეს მომავალში.
gizog
22:13 20-02-2014
0

სიახლეები პოპულარული