ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა და მსაჯებისგან 92,45 ქულა მოაგროვა. აქედან ელენემ პროგრამულ სეგმენტში 53,60 ქულა მიიღო, ხოლო ტექნიკურ კომპონენტებში - მხოლოდ 39,85, რაც მხოლოდ ერთი მონაწილის შედეგზე უკეთესია.
ორი პროგრამის ჯამში ელენემ 147,15 ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, 19 თებერვალს ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში იასპარეზა, სადაც მე-17 შედეგი აჩვენა (იხილეთ ვრცლად).
ქალთა შორის შეჯიბრება ამ წუთებშიც გრძელდება. გამოსასვლელია 12 მონაწილე, ელენე ამ დროისთვის