სოჭი 2014: კანადა ტავარესის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
კანადის ნაკრები ჰოკეის ოლიმპიურ ტურნირს ფორვარდ ჯონ ტავარესის გარეშე გააგრძელებს. "აილენდერსის" ფორვარდმა ლატვიასთან მეოთხედფინალში მიიღო ტრავმა და თამაში ვერ გააგრძელა. ინციდენტი მეორე პერიოდში მოხდა, როცა კანადელს ლატვიის ნაკრების მცველი არტურ კულდა შეეჯახა.

მატჩის შემდეგ კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბებკოკმა განაცხადა, რომ მისმა შეგირდმა ფეხი დაიზიანა. ტრავმის ხარისხზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ფორვარდი ოლიმპიადის ბოლომდე დარჩება სოჭში და დარჩენილ მატჩებში უქომაგებს კანადის ნაკრებს, რომელიც 20 თებერვალს ნახევარფინალში შეხვდება აშშ-ს.

P. S. გუშინ, გვიან გახდა ცნობილი, რომ ტავარესის ტრავმა საკმაოდ
სერიოზულია და ის სეზონის ბოლომდე ვერც NHL-ში შეძლებს თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული