შეგახსენებთ, რომ ტავარესი, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში მესამეა ბომბარდირთა შორის, ლატვიასთან მატჩში დაშავდა - მეტოქე ჰოკეისტთან, არტურ კულდასთან შეჯახებისას მუხლის მყესები დაიზიანა და სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე დააკლდება "ნიუ იორკ აილენდერსს".
"ტავარესის ტრავმა, შესაძლოა, იმაზე ბევრს ნიშნავდეს, ვიდრე "აილენდერსის" პლეი ოფში ვერმოხვედრაა. ეს შეიძლება გახდეს
რა თქმა უნდა, ჰოკეისტებს ძალიან უყვართ საკუთარი ქვეყნისთვის გამოსვლა, ლიგა კი მსოფლიო რეკლამას იღებს და ეს პლუსები ყველაფერს ჩრდილავს. ჰოკეი უყვარდება ბევრს, ჩნდება ფინანსური მოგების ახალი წყაროები. რამდენი ამერიკელი დადის დღეს ტი ჯეი ოშის მაისურით რუსეთთან მატჩში მოგებული ბულიტების სერიის შემდეგ?! როცა ამ საკითხზე კამათი დაიწყება, ლიგის კომისარი გერი ბეტმენი, რა თქმა უნდა, დაიცავს კლუბების მფლობელთა ჯიბეებს, პროფკავშირის შეფი დონალდ ფერი კი ერთგვარ თეთრ რაინდად წარმოგვიდგება და დაიცავს თამაშის ინტერესებს.
პრობლემა იმაშია, რომ მფლობელები ვერ ხედავენ ოლიმპიადის დროს დროშის ფერებს - მათი მზერა მიმართულია ქაღალდების მწვანე ფერზე", - წერს უილბური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"