სოჭი 2014: ფრისტაილი - დამაჯერებელი ამერიკელი

AutoSharing Option
20 თებერვალს ფრისტაილში მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა, კერძოდ, ქალებს შორის სკი-ჰაფპაიპში. აქ კვალიფიკაციაში არც ისე დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა ამერიკელმა მედი ბოუმენმა, რომელიც ჩამორჩა ფრანგ მარი მარტინოს.

როგორც ჩანს, ამან ბოუმენის თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა და ამერიკელმა ბრწყინვალედ წარმართა ფინალური სესია. მან ორივე ცდაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა: 85 ქულა პირველი გამოსვლისთვის და ოთხით მეტი - მეორისთვის.

რეალურად, ბოუმენს წინააღმდეგობას მხოლოდ მარი მარტინო უწევდა, მაგრამ მეორე ცდაზე მან ვერ შეასრულა ისეთი სირთულის ნახტომი, რომელიც ამერიკელის დამარცხების საშუალებას მისცემდა. თუმცა ვერცხლიც შესანიშნავი მიღწევაა
ფრანგისთვის.

ბრინჯაო ერგო იაპონელ აინა ონოზუკეს, რომელიც ასევე სტაბილური იყო ორივე ცდაზე და შეძლო მეორე გამოსვლისას საკუთარი შედეგის გაუმჯობესება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული