როგორც ჩანს, ამან ბოუმენის თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა და ამერიკელმა ბრწყინვალედ წარმართა ფინალური სესია. მან ორივე ცდაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა: 85 ქულა პირველი გამოსვლისთვის და ოთხით მეტი - მეორისთვის.
რეალურად, ბოუმენს წინააღმდეგობას მხოლოდ მარი მარტინო უწევდა, მაგრამ მეორე ცდაზე მან ვერ შეასრულა ისეთი სირთულის ნახტომი, რომელიც ამერიკელის დამარცხების საშუალებას მისცემდა. თუმცა ვერცხლიც შესანიშნავი მიღწევაა
ბრინჯაო ერგო იაპონელ აინა ონოზუკეს, რომელიც ასევე სტაბილური იყო ორივე ცდაზე და შეძლო მეორე გამოსვლისას საკუთარი შედეგის გაუმჯობესება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"