ჰოკეის ქალთა ტურნირს დრამატული დასასრული ჰქონდა. აშშ-ის ნაკრები ახლოს იყო კანადელთა ჰეგემონიის დამხობასთან. ეს გუნდი ფინალურ მატჩს 2:0-ს იგებდა და ძირითადი დროის დასრულებამდე სამწუთნახევარი რჩებოდა. სწორედ აქ შეძლო სასწაულის მოხდენა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. კანადელებმა ჯერ შეამცირეს სხვაობა, შემდეგ კი მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალეს და ანგარიში გაათანაბრეს.
დაინიშნა ოვერტაიმი, რომელიც რვა წუთი გაგრძელდა და კანადას გამარჯვება მოუტანა პულენმა, ვინც ძირითად დროში აღადგინა თანაბარდობა.
მე-3 ადგილისთვისშვეიცარია-შვედეთი 4:3 (0:1, 0:1, 4:1)
გოლები: 0:1 ლევენჰელმი (ლინდი, ესტბერგი), 0:2 უ. იოჰანსონი (ესტბერგი, ლინდი),
1:2 ბენცი (ფორსტერი), 2:2 შტანცი (მიულერი), 3:2 ლუცი (შტალდერი, ბენცი), 4:2 მიულერი, 4:3 ვინბერგი (ასერჰოლტი, გრამი).
ფინალიკანადა-აშშ 3:2 (ო)
0:0, 0:1, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 დაგანი (ჯ. ლამურე), 0:2 კარპენტერი (ნაითი, სტეკი), 1:2 ჯენერი (მიკელსონი, ლაროკი), 2:2 პულენი (ჯონსტონი, ირვინი), 3:2 პულენი (ფორტინო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"