ფორმულა 1: მუდმივი არაფერია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნი ექსლტოუნმა დატოვა საკუთარი პოსტი.

ბრიტანელის ჩინოვნიკის გაშვების გადაწყვეტილება სარბოლო სერიის ახალმა მფლობელმა - ამერიკულმა კომპანია Liberty Media-მ მიიღო, რომელიც მილიარდერ ჯონ მელოუნს ეკუთვნის.

"დღეს მე გადამაყენეს. უბრალოდ, გამაგდეს. ეს ოფიციალურად მოხდა. აღარ ვხელმძღვანელობ კომპანიას. ჩემს ადგილს დაიკავებს ჩეიზ კერი (21 Century Fox-ის ყოფილი პრეზიდენტი). მე ვიქნები საპატიო პრეზიდენტი - ეს ამერიკული გამოთქმაა. მივიღე ეს თანამდებობა, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს.

ახლა, ჩემი დღეებში ოფისში მშვიდი იქნება. შეიძლება დავესწრო ეტაპებს. მყავს მეგობრები
ფორმულა 1-ში და მეყოფა ფული იმისთვის, რომ საკუთარ თავს ამის უფლება მივცე", - განაცხადა ექლსტოუნმა.

86 წლის ბრიტანელი 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფორმულა 1-ს.

ჩეიზ კერის გარდა, ფორმულა 1-ის განახლებულ კაბინეტში დაინიშნება ახალი ფინანსური დირექტორი. ეს იქნება ESPN-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი შონ ბრეიჩესი. ის პასუხისმგებელია მარკეტინგზე, სპონსორობასა და ტრანსლირების უფლებებზე. სპორტული ნაწილის ხელმძღვანელი კი "მერსედესის" ექს-შეფი როს ბრაუნი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული