გუშინ, ბრიტანულ საჯინიბოში სტოფელ ვანდორნი მუშაობდა. თავდაპირველად, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, შემდეგ კი ძრავამ სიმძლავრე დაკარგა...
გავლილი მანძილის მიხედვით საუკეთესო გახდა "ჰაასი" და მისი პილოტი კევინ მაგნუსენი. ხოლო საუკეთესო დრო აჩვენა არა "მერსედესმა", არამედ "ფერარიმ", რომლის საჭესთან კიმი რაიკონენი იჯდა. ფინელს "სოფტის" საბურავები ჰქონდა და 23 მეათასედი წამით აჯობა "სუპერსოფტით" მოძრავ ლუის ჰემილტონს.
1. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1.20,960 (108 წრე)
2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +0,023 (66)
3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) +1,240 (89)
4. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) +1,244 (118)
5. ესტებან ოკონი (ფორს ინდია) +1,549 (86)
6. დანიილ კვიატი (ტორო როსო) +1,996 (68)
7. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +2,026 (100)
8. ჯოლიონ პალმერი (რენო) +3,179 (53)
9. ანტონიო ჯოვინაცი (ზაუბერი) +3,657 (65)
10. სტოფელ ვანდორნი (მაკლარენი) +4,640 (40)
11. ლენს სტროლი (უილიამსი) +5,080 (12)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"