ფორმულა 1. ტესტები: ერთი დღეც და მზადება დამთავრდება

AutoSharing Option
წინასასეზონო ტესტების მეორე სესიის მეორე დღეს ფერნანდო ალონსომ მხოლოდ 46 წრე გაიარა, რის შემდეგაც, გულწრფელად ილაპარაკა თავის შეგრძნებებზე.

"სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც ერთი წლის წინ იყო. 2015 წელს, პირველ ტესტებზე ჩვენ უფრო მეტს ვაგებდით. მაგრამ, ახლა, ჩამორჩენა სამარცხვინოა, რადგან რეგლამენტი შეიცვალა. ამ სეზონს დიდ იმედებს ვუკავშირებდით, ვფიქრობდით ჩამორჩენის შემცირებას. სიტუაცია ძალიან შორს არის იდეალურისგან, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი გუნდი გვყავს.

"მაკლარენი" დომინირებდა და იგებდა ტიტულებს მრავალი წლის განმავლობაში. როცა ფიქრობთ "მაკლარენზე" ან ხედავთ მის მანქანას, გრძნობთ, რომ ამ გუნდს
შესწევს უნარი - სწრაფად გადაწყვიტოს პრობლემები. სწორედ ეს გვჭირდება დღეს. გვინდა, რომ ყველამ შეინარჩუნოს ერთიანობა, კონცენტრაცია. ერთად უნდა ვიმუშაოთ. ველოდები მთელი გუნდის სერიოზულ რეაქციას პირველი რბოლის წინ.

დღეს, ყველა ჩვენი პრობლემა "ჰონდას" ძრავებს უკავშირდება. შასის მხრივ, ყველაფერი წესრიგშია, მანქანა შესანიშნავად იმართება, კარგად რეაგირებს მახასიათებლების ცვლილებებზე, კმაყოფილი ვარ მისი ბალანსით. მაგრამ არ შემიძლია შეტევა - არასაკმარისი სიმძლავრის გამო სწორ მონაკვეთებზე. ჩვენ დაახლოებით საათში 30 კილომეტრი სიჩქარით ჩამოვრჩებით მეტოქეებს. სიჩქარის ასეთი დეფიციტი საშუალებას არ გვაძლევს ვიგრძნოთ მანქანა", - განაცხადა ესპანელმა.

* * *
გუშინ კი წინასასეზონო მზადების ბოლო დღე იყო. შვიდმა პილოტმა დაასრულა მონაწილეობა ტესტებში. სებასტიან ფეტელი, დანიელ რიკარდო, დანიილ კვიატი, სტოფელ ვანდორნი, ესტებან ოკონი, კევინ მაგნუსენი და პასკალ ვერლაინი მომდევნო ჯერზე ბოლიდებში უკვე სეზონის პირველ ეტაპზე, ავსტრალიაში ჩასხდებიან.

ხუთმა მათგანმა (ვანდორნისა და ვერლაინის გარდა) გუშინ, რბოლის დისტანცია გაიარა, ასე რომ, ლოგიკურად, მზადება დასრულებულია. მაგრამ პილოტები აღიარებენ, რომ ყველაფრის გაკეთება ვერ მოასწრეს - ძალიან მასშტაბურია რეგლამენტში ცვლილებები.

დილის სესია ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით, რადგან "მაკლარენის" ბოლიდზე პრობლემები იყო ელექტრობასთან დაკავშირებით. საღამოსაც ორჯერ იყო პაუზა - სირთულეები ჰქონდათ დანიილ კვიატსა და ჯოლიონ პალმერს.

ყველაზე გრძელი დისტანცია გაიარა სებასტიან ფეტელმა. გარდა ამისა, დილით გერმანელმა UltraSoft-ის საბურავებით წლევანდელი ტესტების რეკორდი დაამყარა - 1.19,024. ეს დრო ვერავინ გააუმჯობესა. დღეს, ბარსელონაში ტესტების ბოლო დღეა.

III დღე
1. სებასტიან ფეტელი (ფერარი) 1.19,024 (156 წრე)
2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +0,328 (52)
3. ესტებან ოკონი (ფორს ინდია) +1,137 (137)
4. დანიილ კვიატი (ტორო როსო) +1,392 (94)
5. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) +1,480 (119)

6. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +1,800 (128)
7. სტოფელ ვანდორნი (მაკლარენი) +2,324 (48)
8. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +2,795 (95)
9. პასკალ ვერლაინი (ზაუბერი) +3,323 (44)
10. ჯოლიონ პალმერი (რენო) +3,394 (53)

11. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) +4,306 (88)
12. ფელიპე მასა (უილიამსი) +5,419 (80)
13. ლენს სტროლი (უილიამსი) +5,839 (85)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული