კვალიფიკაცია
- ბარსელონაში პოული მესამეა ამ სეზონში და 64-ე კარიერაში ლუის ჰემილტონისთვის. ბრიტანელს მესამე ადგილი უკავია ყველა დროის სიაში და შემდეგი პოული საშუალებას მისცემს - გაუთანაბრდეს მეორე ადგილზე მყოფ აირტონ სენას. ლიდერობს მიხაელ შუმახერი 68 პოულით.
- ესპანეთის გრანპრის შემდეგ, ბრიტანელ პილოტებს 250 პოული დაუგროვდათ.
რბოლა
- ბარსელონაში მოგება 55-ე გახდა ლუის ჰემილტონის კარიერაში. ის მეორე ადგილზეა საერთო სიაში, ხოლო ლიდერობს მიხაელ შუმახერი
- პოულის აღებით, საუკეთესო წრის დაფიქსირებითა და რბოლის მოგებით, ჰემილტონმა სეზონში მეორე და კარიერაში მე-12 ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ რეიტინგშიც ლუისი მეორეა და აქაც მიხაელ შუმახერს (22 ჰეთ-თრიკი) ჩამორჩება.
- მეორე მეორე ადგილზე გასვლით, სებასტიან ფეტელმა ამ სეზონში ყველა რბოლაში მოახერხა პოდიუმზე ასვლა. ეს არის გერმანელის კარიერაში 91-ე პოდიუმი, რაც მეხუთე მაჩვენებელია საერთო რეიტინგში:
1. მ. შუმახერი - 155
2. ლ. ჰემილტონი - 108
3. ა. პროსტი - 106
4. ფ. ალონსო - 97
5. ს. ფეტელი - 91
- მხოლოდ ორმა პილოტმა - ჰემილტონმა და ფეტელმა შეძლეს სეზონის გასული ხუთი გრანპრის დისტანციის სრულად გავლა.
- დანიელ რიკარდო მესამე ადგილზე გავიდა და წელს პირველად მოხვდა პოდიუმზე.
- ბარსელონაში მხოლოდ სამმა პილოტმა გაიარა სრული დისტანცია - დანარჩენები ერთი ან მეტი წრით ჩამორჩნენ. ასეთი რამ არ მომხდარა 2008 წლის ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ.
- "ფორს ინდია" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც ყველა რბოლაში ორივე მანქანით შეაღწია ქულათა ზონაში. სერხიო პერესი (მეოთხე ადგილი რბოლაში) ზედიზედ 15 ეტაპია მინიმუმ ქულას იღებს. სებასტიან ოკონმა მეხუთე ადგილი ადგილი დაიკავა, რითაც კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.
- პასკალ ვერლაინის მერვე ადგილი - მისი კარიერის რეკორდია. მან "ზაუბერს" პირველი ქულები მოუტანა ამ სეზონში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"