ეჭვგარეშეა, ეს დუელი ყველაზე დაძაბული ორთაბრძოლა იყო ორი სხვადასხვა გუნდის პილოტებს შორის ფეტელისა და ფერნანდო ალონსოს შერკინებიდან, როცა ისინი "რედ ბულსა" და "ფერარიში" გამოდიოდნენ...
"ორი სუპერჩემპიონისა და ორი დიადი გუნდის ბრწყინვალე ბრძოლა! ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა ბოლო წლების განმავლობაში!" - ხარობს უმბერტო ძაპელონი La Gazzetta dello Sport-დან.
"ამას 10 წელი ველოდით. ფეტელსა და ჰემილტონს ერთად მოგებული
"ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ Liberty Media-ს ახალი კურსზე გადასვლით, ჩვენ ისევ დავინახეთ დინამიკა, ბრძოლა და შოუ, რაც ფორმულა 1-ში დიდი ხანია არ ყოფილა, - აღნიშნავს ფლავიო ვანეტი Corriere della Sera-დან. - იქნებ, სწორედ აქედან უნდა დაეწყოთ - გაეშვათ ბერნი ექლსტოუნი სახლში?"
"მათ საბურავებს შორის სხვაობა მილიმეტრები იყო, - წერს ჯონათან მაკევოი The Daily Mail-დან. - თვით ჰემინგუეი გაოცდებოდა ამგვარი სპორტული სულით, რამაც მოიცვა გასულ უქმეებზე ბარსელონა. ეს ატმოსფერო შექმნა თანამედროვეობის ორმა ყველაზე ტიტულოვანმა მრბოლელმა, რომლებმაც დიდი მანძილით ჩამოიშორეს კონკურენტები".
"ასეთი მჭიდრო ბრძოლა ლაპარაკობს არა მხოლოდ ამ წყვილის უპირატესობაზე, არამედ მათი ავტომობილების სრულყოფილებაზე. "ფერარიშიც" და "მერსედესშიც" ბევრი ტექნიკური სიახლე მოამზადეს, მაგრამ მათი მანქანები არასოდეს ყოფილან სიჩქარით ასე ახლოს ერთმანეთთან, - აგრძელებს The Daily Telegraph-ის ჟურნალისტი ოლივერ ბრაუნი. - და ეს ბრძოლა გაგრძელდება სეზონის ბოლომდე".
"ფორმულა 1-ში რბოლების ბედი დამოკიდებულია ერთადერთ შეცდომაზე ან პიტლეინზე სწორ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ, ამჯერად, წარმატება ბარსელონაში ბევრი ფაქტორის კომბინაციის შედეგი გახდა, - ამატებს TheTimes ავტორი რებეკა კლენსი. - "ფერარის" მხრიდან საფრთხე აიძულებს "მერსედესს" ხ იყოს უფრო ხისტი, გონიერი და მოქნილი, ვიდრე წინა წლებში".
* * *
ესპანეთის გრანპრის მსვლელობისას, როცა ფეტელი და ჰემილტონი უკვე იყვნენ შესული ბოქსებში საბურავების გამოსაცვლელად, რბოლის ლიდერი ვალტერი ბოტასი გახდა. თუმცა, ფინელი არ იბრძოდა მოგებისთვის - "მერსედესმა" გაწელა მისი პიტსტოპი, რათა ბოტასს შეეყოვნებინა ფეტელი და ამით დახმარებოდა ჰემილტონს - შეემცირებინა სხვაობა გერმანელთან.
"ესპანეთის ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ვალტერი ბოტასმა შეასრულა, რომელმაც თანაგუნდელის წარმატებას მსხვერპლად შესწირა საკუთარი ამბიციები, - იხსენებს Sky Sports. - ბოტასი ბრწყინვალედ იცავდა თავს ფეტელისგან და საშუალება მისცა ლუისს - შეემცირებინა სებასტიანთან სხვაობა. არადა, ბრიტანელი უფრო ხისტი საბურავებით მოძრაობდა".
"რბოლის ბედი დეტალებმა გადაწყვიტეს, მთავარი კი გახდა საბურავების არჩევის თანმიმდევრობა. საბოლოოდ, უპირატესობა "მერსედესის" მხარეს აღმოჩნდა, რომელმაც ბრწყინვალე გუნდური ტაქტიკა აირჩია - ვალტერი ბოტასი გამოიყენა ფეტელის შესაჩერებლად. არა უშავს, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, - წერს La Gazzetta dello Sport-ში თავის ბლოგში უმბერტო ძაპელონი. - ფეტელმა დაიმსახურა გამარჯვება, მაგრამ რბოლის ბოლოს, უფრო რბილი საბურავებით ჰემილტონი შეუჩერებელი იყო. სებას მისი შეტევების მოგერიების შანსი არ ჰქონდა. "მერსედესი" ჯერაც ლიდერობს კონსტრუქტორთა თასზე, მაგრამ პირად პირველობაში ფეტელი იგებს, თუმცა, მისი უპირატესობა ექვს ქულამდე შემცირდა. ეს ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. მხიარულება გველოდება".
* * *
დანიელ რიკარდომ ბარსელონაში მესამე ადგილი დაიკავა და ამ სეზონში პირველად ავიდა პოდიუმზე. ამის წყალობით, ავსტრალიელმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და მხოლოდ "ფერარისა" და "მერსედესის" პილოტებს ჩამორჩება. თუმცა, ფინიშზე დანიელმა იმდენი წააგო ლუისთან და სებასტიანთან, რომ ჟურნალისტებს ეჭვი შეეპარათ - "რედ ბული" ტექნიკური სიახლეების შემდეგ, არ მიახლოებია ლიდერებს.
"რიკარდომ სეზონში პირველი პოდიუმი მოიპოვა, მაგრამ ჰემილტონთან წუთზე მეტი წააგო. დიახ, ავსტრალიელმა რამდენიმე სწრაფი წრე გაიარა, მიუხედავად ამისა, პოდიუმზე ის სხვა პილოტების გამოვარდნის წყალობით ავიდა. და, ჯერჯერობით რთულია იმის დადასტურება, რომ "რედ ბული" ოდნავ მაინც მიუახლოვდა "მერსედესსა" და "ფერარის", - წერს ფრანგული პორტლი F1i.
ფლაივო ვანეტიმ Corriere della Sera-დან კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი: "მოკლედ რომ ვთქვათ, მოლოდინი არ გამართლდა და ტექნიკურმა სიახლეებმა ვერ უშველეს "რედ ბულს". ორი ვარიანტიდან ერთ-ერთია: ან "რენოს" ძრავები ისევ ძალიან ჩამორჩება კონკურენტებს ან ედრიან ნიუის გენიალურობა ამ მანქანაზე არ მოქმედებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"