ფორმულა 1: რევოლუცია არ იქნება

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მფლობელთა ცვლილების შემდეგ, "დიდი ცირკი" სულ უფრო დემოკრატიული ხდება. ირკვევა, რომ ესპანეთის გრანპრის დროს, ბარსელონაში ფორმულა 1-ის სპორტული დირექტორი როს ბრაუნი შეხვდა მოტოგრანპრის აღმასრულებელ დირექტორს კარმელო ესპელეტას შეხვდა - მომავალი თანამშრომლობის განსახილვებლად.

"იმდენად ამაყები არ ვართ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილების ძიებისას, რჩევები არ ვკითხოთ სხვა სერიების ხელმძღვანელებს. ყოველთვის იოლი არ არის სასურველის მიღწევა, მაგრამ დიალოგს ვაწარმოებთ.

მომწონს, რომ Moto3-ში, Moto2-სა და MotoGP-ში არსებობს პილოტების თანმიმდევრობითი წინსვლა. საინტერესოა ის, თუ როგორ სტრუქტურაა გუნდებსა და კონტრაქტებს შორის, როგორ მუშაობენ კლიენტთა გუნდებთან.
მოტოგრანპრის ეტაპები იმართება ახალგაზრდულ სერიებთან ერთად ერთ და იმავე უქმეებზე - ეს კარგი მაგალითია იმისა, რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

ფორმულა 1-ში უნდა გამოდიოდეს 22 ან 24 საუკეთესო პილოტი. მაგრამ, დღეს ეს ყოველთვის ასე არ არის, რადგან არსებობს პილოტებთან კომერციული ხელშეკრულებები. ეს კომპლექსური პრობლემაა. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გუნდებს არ უწევდეთ კომერციული გადაწყვეტილების მიღება. მათ უნდა აირჩიონ არა ყველაზე მდიდრები, არამედ, ყველაზე ძლიერი პილოტები.

ფორმულა 1-ში რევოლუცია არ იქნება - არ არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება შევთავაზოთ სწრაფი და სერიოზული ცვლილებებისთვის. ეს მუდმივი პროცესია. სანამ სრულად არ გავერკვევით, რისკენ უნდა ვესწრაფოთ და რა უნდა გავაკეთოთ, სერიოზულ ცვლილებებზე არ წავალთ - ეს ძალიან სარისკოა", - განაცხადა ბრაუნმა.

დადიოდა ლაპარაკი რბოლის დისტანციის შემცირებაზე ან შაბათს სპრინტერული რბოლის ორგანიზებაზე, მაგრამ როს ბრაუნმა ენთუზიაზმის გარეშე მიიღო ეს იდეა...

"მომწონს ჩვენი სარბოლო მემკვიდრეობა, - ახსნა ბრაუნმა. - ჩემი აზრით, საათი და 40 წუთი - შესანიშნავი დროა რბოლის ხანგრძლივობისთვის. ასე ჩამოყალიბდა ისტორიულად. ზოგიერთები გვთავაზობენ რბოლის შემცირებას, რათა შემცირდეს მაყურებელთა ყურადღების კონცენტრაციაც. მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, შეიძლება სპორტი მაყურებლებს ისე გადავცეთ, როგორც მათ უნდათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული