ლუის ჰემილტონს კანადის გრანპრიზე საერთოდ არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია და დამაჯერებლად მიიყვანა რბოლა მოგებამდე - "მერსედესის" ბოლო სამი წლის დომინირების სტილში. ისე ჩანს, რომ პრობლემები, რომელსაც გერმანული საჯინიბო მონაკში წააწყდა, წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ყველა არ იზიარებს ლუისის დამაჯერებელი გამარჯვებით გამოწვეულ აღფრთოვანებას.
"მონაკოში განცდილი კრახიდან სულ რაღაც 14 დღეში, "მერსედესმა" სეზონში პირველი დუბლი მოიპოვა. ტოტო ვოლფის სიტყვებით, ინჟინრები დღე და ღამე
სხვათა შორის, ბრიტანელი ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ სებასტიან ფეტელის ბრწყინვალე პილოტაჟს, რომელმაც გზის გაკვალვა უკანა რიგებიდან შეძლო, სადაც მაქს ფერსტაპენთან კონტაქტის შემდეგ აღმოჩნდა. "ეს იყო ნამდვილი მასტერ-კლასი ფეტელის შესრულებით. ძალიან შთაბეჭდავი იყო გერმანელის მიზანმიმართულება. ის იბრძვის ჩემპიონობისთვის ჰემილტონთან და ნებისმიერ უზუსტობას შეეძლო გამოეწვია მისი გამოვარდნა და უქულოდ დარჩენა. მაგრამ, ის მაინც წავიდა შეტევაში და ეს სწორედ ის არის, რასაც ველოდებით ტიტულის პრეტენდენტისგან", - წერს ჟილ რიჩარდსი The Guardian-ის გვერდებზე.
გრიუნერი ასევე აღნიშნავს ირონიას იმაში, რომ "რედ ბულმა" ჯერ გაუფუჭა რბოლა ფეტელს, შემდეგ კი დაეხმარა მას ორი პოზიციის მოგებაში. "სტარტზე მაქს ფერსტაპენმა ფეტელის მანქანაზე წინა ფრთა დააზიანა, რის გამოც, გერმანელი მდევრის როლში აღმოჩნდა. მაგრამ, როცა ფინიშთან ახლოს მეექვსე პოზიციამდე მიაღწია, "რედ ბულის" მეორე პილოტი დაეხმარა სებს - კიდევ უფრო ზემოთ ასულიყო. რიკარდომ სულ მცირედით შეაყოვნა "ფორს ინდიას" წყვილი და ეს ფეტელს დაეხმარა", - მიაჩნია ჟურნალისტს.
* * *
ფერნანდო ალონსომ ისევ ვერ შეძლო "მაკლარენით" რბოლის დასრულება, რის შემდეგაც, ესპანელმა "ჰონდას" ძრავებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცახდება გააკეთა: ფერნანდომ, პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენა "მაკლარენს" - ის წავა გუნდიდან, თუ სექტემბრისთვის ნარინჯისფერი მანქანები მოგებას არ დაიწყებენ.
"ამ უქმეებზე დაძაბულობა "მაკლარენსა" და "ჰონდას" შორის გაიზარდა, ზაკ ბრაუნმა კი ღია ტექსტით განაცხადა, რომ გუნდს მომავალი წლისთვის აქვს B გეგმა და C გეგმაც კი. და სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მაკლარენი" ბოლომდე მიყვეს A გეგმას", - წერს GPUpdate.
"თუ ადრე პრესა განიხილავდა საკითხს - სად უნდა წავიდეს ალონსო, ახლა, ყურადღება გადატანილია "მაკლარენის" მომავალზე. ჭორების მიხედვით, გუნდი დაუბრუნდება "მერსედესის" ძრავებს. და ეს ფაქტორი იქნება მთავარი გუნდში ფერნანდო ალონსოს შესანარჩუნებლად. არადა, "ჰონდასთან" ურთიერთობის გაწყვეტა "მაკლარენს" 78 მილიონი ფუნტი დაუჯდება. ოფიციალური განცხადება ძრავების ძველ მომწოდებლებთან დაბრუნებაზე ჯერ კიდევ ზაფხულის შესვენებამდე გამოცხადდება", - იტყობინება ჯონათან მაკევოი The Daily Mail-დან.
"გუნდმა სწრაფად უნდა იპოვნოს გადაწყვეტილება, რადგან ალონსოსთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. თან ესპანელმა მომავალი წლისთვის თავის გეგმებზე განცხადების გაკეთება აგვისტოს პაუზამდე დაგეგმა, - გვახსენებს ბრიტანული გაზეთი. - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ჰონდასთან" გამოთხოვების შემთხვევაში დანაკარგი იქნება წელიწადში 80 მილიონი, ხოლო ფერნანდო ალონსოს 25 მილიონი ფუნტის ოდენობის ხელფასს "ჰონდა" უხდის, "მაკლარენი" რისკზე მიდის და რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"