Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა. ამის შესახებ წერს Auto-bild.ro.

პორტალის ინფორმაციით, 48 წლის მრბოლელი ისევ კომაში იმყოფება. ის მთელი დღე-ღამის, 24 საათის განმავლობაში შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მისი სიმაღლე 174 სანტიმეტრიდან 160-მდე შემცირდა, წონა კი - 74 კილოგრამიდან 45-მდე.

შეგახსენებთ, სექტემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელის მეუღლე კორინამ გადაწყვიტა, ყოფილი პილოტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანოს რეაბილიტაციის კურსის გასაგრძელებლად.

მიხაელ შუმახერი, ამჟამად, სარეაბილიტაციო კურსს შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სანაპიროზე, საკუთარ
ვილაში გადის. ის იქ 2014 წლის სექტემბერში დააბრუნეს კლინიკაში მკურნალობის შემდეგ. იმავე წლის ზაფხულში მიხაელი კომიდან გამოიყვანეს.

2013 წლის დეკემბრის ბოლოს, შუმახერმა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ მარიბელში თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის ქალის ტრავმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული