როგორც გერმანული გაზეთი ვარაუდობს, ეს მოლაპარაკებები "სკუდერიას" რეაქციაა ფერნანდო ალონსოსთან გაფუჭებულ ურთერთობაზე და
რა თქმა უნდა, "ფერარის" ინტერესი კიმი რაიკონენისადმი - მხოლოდ სპეკულაციაა. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე, ფინელს გაუფუჭდა ურთიერთობა "სკუდერიას" პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოსთან. ისიც გავიხსენოთ, რომ "ფერარის" ბოლო ტიტული სწორედ რაიკონენმა მოუტანა 2007 წელს.
* * *
ამასობაში, "ფერარიმ" ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც უარყო უთანხმოება ლუკა დი მონტეძემოლოსა და ფერნანდო ალონსოს შორის.
"დი მონტეძემოლო პირველია, ვინც ყოველთვის მხარს უჭერს პილოტის მოწოდებებს ბოლიდის გაუმჯობესებაზე. ის სრულად აცნობიერებს ფერნანდოს გაღიზიანებას წელს ჩატარებული ყველაზე რთული რბოლის შემდეგ. პრეზიდენტი ალონსოს მთავარი მხარდამჭერია და სრულად ენდობა მას. მისი სიტყვები უნდა განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ინექცია. ეს იქნება სამოტივაციო ფაქტორი და გუნდს მეტს ძალას შესძენს", - წერია "სკუდერიას" განცხადებაში.
გაისად ინდოეთი არ იქნება
დადასტურდა ჭორები იმის თაობაზე, რომ მომავალ სეზონში ინდოეთის გრანპრი არ გაიმართება
ეტაპის პრომოუტერებმა გამოაცხადეს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელებთან შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს გასამართ ეტაპს 2015 წლის მარტში ჩაატარებენ. ასევე გათვალისწინებულია ინდოეთის გრანპრის 2016 წელს გამართვა, რის შემდეგაც, მოქმედი კონტრაქტი ამოიწურება.
ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს მიაჩნია, რომ რბოლის გადატანა სეზონის პირველ ნახევარშია საჭირო, რათა ოქტომბერი განთავისუფლდეს რუსეთის გრანპრისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსოს საყვედური გამოუცხადეს