იტალიური გაზეთი La Repubblica იტყობინება იმის შესახებ, რომ ცნობილ რესტორან Montana-ში საქმიანი ვახშამი ჰქონდათ "ფერარის" პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს და "მერსედესის" პილოტის ლუის ჰემილტონის მამას - ენტონი ჰემილტონს. თავის დროზე, უფროსი ჰემილტონი თავისი ვაჟის კარიერით იყო დაკავებული, შემდეგ ლუისმა უარი თქვა მის სამსახურზე, თანაც ამ ყველაფერს საკმაოდ ნერვული ფონი ახლავდა, თუმცა, ბოლო
თეორიულად სავსებია დასაშვებია, რომ დი მონტეძემოლომ მოისურვოს თავის გუნდში ლუის ჰემილტონის ხილვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ალონსო, სავარაუდოდ, დაიღალა "რედ ბულთან" უშედეგო ბრძოლით და ბოლო სამ სეზონში სებასტიან ფეტელთან წაგებით.
რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ამჟამად "მერსედესის" საქმეები კარგად მიდის და ჰემილტონი ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს, არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ბრიტანელის "ფერარიში" გადასვლა ვიფიქროთ, მაგრამ, ამავდროულად, თუ სამართლიანია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ყველა პილოტი, ადრე თუ გვიან, "ფერარის" ბოლიდზე ოცნებობს, მომავალში ნებისმიერი ვარიანტი შესაძლებელია.
საინტერესოა, რომ გასული წლის დეკემბერში, გერმანულ გამოცემა Auto Motor und Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში "ფერარის" პრეზიდენტმა აღიარა, რომ სებასტიან ფეტელის კანდიდატურა უფრო აწყობს, ვიდრე ლუის ჰემილტონის. არგუმენტი ასეთი იყო: "იმიტომ, რომ ფეტელი ახალგაზრდაა და იმიტომაც, რომ ჰემილტონისთვის "ფერარი" მესამე გუნდი იქნება კარიერაში. ხოლო, როცა პილოტი რიგით მესამე საჯინიბოში გადადის, ეს ნიშნავს, რომ უკვე დაიწყო მისი კარიერის მეორე ნაწილი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უნგრეთის გრანპრი: ლუის ჰემილტონის პირველი და მეოთხე გამარჯვება