კიმი რაიკონენზე ისევ მოთხოვნაა

AutoSharing Option
კვლავაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ფინელ კიმი რაიკონენზე. ბოლო დროს, მისი პიროვნება ყველაზე განხილვადი თემაა ფორმულა 1-ის სამყაროში.

CNN-ის ინფორმაციით, "ლოტუსის" პილოტის მომავალი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. სიტუაციაში გარკვეული ინკოგნიტო წყარო იუწყება, რომ ფინელმა არა მხოლოდ შეათანხმა კონტრაქტის პირობები "ფერარისთან", არამედ გააფორმა ხელშეკრულება.

მაგრამ, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. როგორც გითხარით, დადასტურებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

* * *

CNN-ის დაუდასტურებელი ცნობის პარალელურად, გერმანულ პრესაში წერენ იმის შესახებ, რომ კვლავაც არ არის გამორიცხული რაიკონენის გადასვლა "რედ ბულში". ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, თითქოს
გადაწყვეტილია ავსტრიულ საჯინიბოში დანიელ რიკარდოს გამოჩენა, მაგრამ ახლა, საქმის ვითარება იცვლება.

"რედ ბულის" მფლობელი დიტრიხ მატეშიცი და გუნდის ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი ეჭვის თვალით უყურებენ ფეტელისა და რიკარდოს წყვილის კონკურენტუნარიანობას. შედარებისთვის, 2014 წლისთვის "მერსედესი" შეინარჩუნებს ლუის ჰემილტონისა და ნიკო როსბერგის წყვილს, "ფერარიში" კი შეიქმნება "დრიმ თიმი": ფერნანდო ალონსო და რაიკონენი.

ამ გადმოსახედიდან, "რედ ბულისთვის" რაიკონენის გაფორმებას ორმაგი ეფექტი ექნება: ავსტრიელები მიიღებენ საიმედო და ძლიერ პროფესიონალს, "ფერარი" კი არასტაბილური ფელიპე მასას ამარა დარჩება ან მის ნაცვლად მიიღებს რომელიმე ახალგაზრდა პილოტს, მაგალითად, ნიკო ჰიულკენბერგს.

აქედან გამომდინარე, 2014 წელს, "რედ ბულისთვის" ძალიან რთული იქნება კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლა, არადა, გუნდურ პირველობაში გამარჯვებას საჯინიბოსთვის 100 მილიონი ევრო მოაქვს! ასე თანხა მილიარდერ მატეშიცისთვისაც მნიშვნელოვანია და ამიტომაც რთულდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება: რიკარდო თუ რაიკონენი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი "რედ ბულში" არ იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული