ფელიპე მასას "ლოტუსის" და "მაკლარენის" შანსი აქვს

AutoSharing Option
იტალიური "ფერარიდან" დათხოვნილ ფელიპე მასას კარგი შანსი აქვს იმისა, რომ მომავალი სეზონისთვის უმუშევარი არ დარჩეს და რომელიმე ტოპ-გუნდთან გააფორმოს კონტრაქტი.

თუ უცხოურ პრესას ვერწმუნებით, ბრაზილიელი პილოტი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ლოტუსსა" და "მაკლარენთან".

"ამაყი ვარ ფორმულა 1-ში ჩემი კარიერის გამო. მიუხედავად ამისა, კვლავ მაქვს იმედი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები", - ამბობს მასა, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებს იტალიურ საჯინიბოს.

"ახლა მე თავისუფალი ვარ, რაც ერთგვარად დადებითი მომენტია. მინდა კონკურენტუნარიანი ბოლიდი მივიღო ახალი სეზონისთვის და მოგების შანსი მქონდეს.

ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ "ლოტუსთან". მათ
კარგი ბოლიდი ჰყავთ და ეს ის არის, რაც მჭირდება. "მაკლარენი"? გვქონდა მათთან კონტაქტი, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. რთული სათქმელია, აღმოვჩნდები თუ არა 2014 წელს ბრიტანულ საჯინიბოში",
- დაასრულა თავისი კომენტარი ბრაზილიელმა პილოტმა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ "ლოტუსიდან" გადადის "ფერარიში" კიმი რაიკონენი, რომელიც ფელიპე მასას ადგილს დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: რაიკონენი "ფერარიში" დაბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული