ბრაზილიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მასამ განაცხადა, რომ, რადგან გუნდმა სეზონის ბოლოს მისი გაშვება გადაწყვიტა, ის მხოლოდ საკუთარ თავზე იმუშავებს და არ გაითვალისწინებს გუნდურ ინტერესებს.
"ამბობენ, რომ ის არ დაეხმარება ფერნანდოს? სისულელეა! ის აუცილებლად გაითვალისწინებს ალონსოს ინტერესებს და დაეხმარება მას ტიტულისთვის ბრძოლაში, გუნდს კი კონსტრუქტორთა თასის მოპოვებაში. დარწმუნებული ვარ, ფელიპეს სეზონის წარმატებული დასასრული ელოდება. ის განსაკუთრებული ბიჭი და
"ფერარის" პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასას გუნდიდან გაშვების მიზეზი იყო დაბალი შედეგები და არასტაბილურობა.
* * *
ამავე ინტერვიუში ლუკა დი მონტეძემოლო კომენტარს აკეთებს მასას შემცვლელზე - კიმი რაიკონენზე. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ფინელს შეუძლია ფერნანდო ალონსოს დამარცხება, რომლის თანაგუნდელი გახდება 2014 წელს. "სკუდერიას" შეფმა აღნიშნა, რომ ფინელი უფრო მოტივირებული დაბრუნდება "ფერარიში" რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ.
"რაიკონენთან" დაკავშირებული სიტუაცია თითქმის იდენტურია ნიკი ლაუდას სიტუაციასთან. მან ასევე გარკვეულ მომენტში განაცხადა – "საკმარისია", რადგან აღარ შეეძლო ამის კეთება.
ფორმულა 1-დან წასვლა მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ის დაბრუნდა თავისი საუკეთესო ფორმით. ის იმარჯვებდა რბოლებში და ყველა ეტაპის ფინიშამდე აღწევდა. რაიკონენისგან მოგებებს, სტაბილურობასა და პოდიუმებს ველოდები.
სხვათა შორის, ლაუდას შესახებ: მე მახსოვს, რომ, როცა ის დაბრუნდა, დაამარცხა ჩემპიონატში ალან პროსტი, რომელიც მისი თანაგუნდელი იყო", - ამბობს დი მონტეძემოლო.
ბატონი "მაკლარენში" დარჩება
ბრიტანელი პილოტი ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ თავის ამჟამინდელ გუნდთან, "მაკლარენთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ ფორმალობაა და ის აუცილებლად დარჩება გუნდში მომავალ წელს.
"მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს შეშფოთების საბაბი. გუნდში სურთ ჩემი ხილვა, მეც მინდა აქ დარჩენა, ასე რომ, უბრალოდ ეს არის დროის საკითხი. ვგრძნობ, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდი. ცხოვრებაში ნებისმიერი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობდით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ეჭვგარეშეა, მომავალშიც ვითანამშრომლებთ", - ამბობს ბატონი.
33 წლის პილოტმა ასევე აღნიშნა, რომ სანამ ფორმულა 1-დან წასვლაზე იფიქრებს, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ვინმე, ვინც მასზე უკეთესი იქნება.
ნიუ ჯერსიში იმედოვნებენ
ნიუ ჯერსიში ამერიკის გრანპრის პრომოუტერის, ლეო ჰინდერის თქმით, ის შეშფოთებული არ არის იმ ფაქტით, რომ რბოლა არ შეუტანიათ 2014 წლის წინასწარ კალენდარში. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეტაპის გასამართად მუშაობა გრძელდება.
"ჩვენ არც გვქონდა იმედი, რომ შეგვიყვანდნენ წინასწარ კალენდარში. საქმე ისაა, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს ფორმულა 1-ის რბოლის მიღებას - ჩვენ, რუსეთი, მექსიკა, ავსტრია... ბერნი ექლსტოუნმა გვითხრა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ განაცხადების შეტანის ადრე გამოცხადებული წესი. ამ შემთხვევაში გვექნება იმედი, რომ რბოლა ნიუ ჯერსიში მოხვდება 2014 წლის კალენდარში", - აღნიშნა ჰინდერიმ.
მან ასევე დაამატა, რომ პიტ-ლეინისა და პადოკის მშენებლობა გრაფიკით მიმდინარეობს, მთელი პროექტი კი ფინანსურ ჩარჩოებში ჯდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფელიპე მასა თავისუფალია: ის ფერნანდო ალონსოს აღარ დაეხმარება