ტაიფუნის მოლოდინში: კორეის გრანპრი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - კორეის გრანპრი, რომელიც უახლოეს უქმეებზე უნდა გაიმართოს, ჩაშლის პირასაა, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი.

საქმე ისაა, რომ იონამის ავტოდრომს ტაიფუნი უახლოვდება, რომელსაც “ფიტოუ" დაარქვეს. ტაიფუნს თან ახლავს ძლიერი წვიმები და ქარი საათში 170 კილომეტრის სიჩქარით. თან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტრეკი ზღვასთან ახლოს, ჭაობის გრუნტზეა დაგებული და არის დატბორვის საშიშროება.

სხვათა შორის, სამი წლის წინ, კორეის სადებიუტო გრანპრიზე რბოლა ერთი საათით იყო შეწყვეტილი ძლიერი წვიმის გამო.

რაც შეეხება მომავალი ეტაპის
სპორტულ მხარეს, სინგაპურში სებასტიან ფეტელის დაუჯერებელი დომინირების შემდეგ, ბუკმეკერებს არაფრის გაგონება არ სურთ იმის თაობაზე, რომ ჩემპიონატში სხვა მრბოლელებიც არიან. კორეულ ეტაპზე სებას კარგი სტატისტიკა აქვს: ორი მოგება და ერთი გამოვარდნა ძრავის გაუმართაობის გამო. ასე რომ, მოსალოდნელი წვიმა, ფაქტობრივად, ერთადერთი ფაქტორია, რამაც გერმანელს შეიძლება ხელი შეუშალოს გამარჯვებაში.

კორეის გრანპრი
ჩატარების ადგილი: იონამი (კორეა)
წრის სიგრძე: 5 615 მ
წრის რეკორდი: 1:39,605 (სებასტიან ფეტელი, 2011)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (Red Bull) - 247 ქულა
2. ალონსო (Ferrari) - 187
3. ჰემილტონი (Mercedes) - 151
4. რაიკონენი (Lotus) - 149
5. უებერი (Red Bull) - 130
6. როსბერგი (Mercedes) - 116
7. მასა (Ferrari) - 87
8. გროსჟანი (Lotus) - 57

უქმეების განრიგი
4 ოქტომბერი, 05:00 - I პრაქტიკა
4 ოქტომბერი, 09:00 - II პრაქტიკა
5 ოქტომბერი, 06:00 - III პრაქტიკა
5 ოქტომბერი, 09:00 - კვალიფიკაცია
6 ოქტომბერი, 10:00 - რბოლა

* * *
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-11 ეტაპს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გააჩნია: ჯერ ერთი, ყველა ელოდება სებასტიან ოჟიესგან პირველი ტიტულის გაფორმებას და მეორე: ბოლო ეტაპს ჩაატარებს რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ფრანგი სებასტიან ლოები.

საფრანგეთის რალი
შტაბი: სტრასბური (საფრანგეთი)
საფარი: ასფალტი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა: 20
დისტანცია: 312.14 კმ

საერთო ჩათვლა
1. ოჟიე (Volkswagen) - 212 ქულა
2. ნოივილი (Ford) - 129
3. ლატვალა (Volkswagen) - 110
4. ჰირვონენი (Citroen) - 103
5. სორდო (Citroen) - 96
6. ოსტბერგი (Ford) - 77
7. ლოები (Citroen) - 68
8. პროკოპი (Ford) - 49

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ვის რა სჭირდება სეზონის ბოლოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული