მარია დე ვილიოტა სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვნეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის რუსული საჯინიბოს "მარუსიას" ყოფილი ტესტ-პილოტი მარია დე ვილიოტა ქალაქ სევილიას ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს.

სამედიცინო სამსახურმა გამოძახება ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე მიიღო, მაგრამ 33 წლის პილოტის რეანიმირება ვერ მოხერხდა. დე ვილიოტა სევილიაში კონფერენციაზე გამოსასვლელად ჩავიდა. გასული კვირის ბოლოს, ესპანელმა საკუთარი ცხოვრების შესახებ წიგნის პრეზენტაცია მოაწყო.

"ამ მომენტისთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი: მისი თანაშემწე არანჩა ოთახში შევიდა და მარიას გაღვიძება სცადა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ის არ სუთნქავდა. როგორც ჩანს, ეს არ ყოფილა ან ძალადობრივი სიკვდილი ან თვითმკლელობა",
- განაცხადა ესპანეთის ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კარლოს გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში, ბრიტანეთის ქალაქ დაქსფორდში მარია დე ვილიოტა "მარუსიას" ტესტებისას უმძიმეს ავარიაში მოხვდა. ექიმებმა შეძლეს პილოტის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა მარიამ თვალი დაკარგა, რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა და იძულებული გახდა ავტოსპორტიდან წასულიყო. ინციდენტის შემდეგ, დე ვილიოტამ კომენტატორობა სცადა, აგრეთვე მუშაობდა ფორმულა 1-ში უსაფრთხოების საკითხებზე.

გთავაზობთ დე ვილიოტას იმ ინტერვიუს ნაწყვეტს, რომელიც მან ამა წლის აპრილში "გაძეტა დელო სპორტს" მისცა: "

"მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა ცხოვრებაზე, შეიცვალა ფასეულობების სკალა. ახლა მე ვიცი, რომ ყველა პრობლემა ფარდობითია. და ცხოვრებას ოპტიმიზმით ვუყურებ. თავიდან გავბრაზდი ექიმზე იმის გამო, რომ თვალი ვერ გადამირჩინა, მაგრამ შემდეგ თანდათან გავაცნობიერე, რომ ამ დანაკარგის სიმძიმე ისეთი დიდი არ არის, რადგან მე სიცოცხლე დამიბრუნეს. ეს არის მთავარი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარია დე ვილიოტა: ავარიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული