ფერნანდო ალონსო "მაკლარენს" მოურიგდა?

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა f1aldia იტყობინება იმის შესახებ, რომ "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია "მაკლარენთან" და კონტრაქტს გააფორმებს ბრიტანულ საჯინიბოსთან, რომელიც 2015 წლის სეზონის დასაწყისიდან შევა ძალაში. ამასთან, "მაკლარენის" ხელმძღვანელობა ცდილობს გააკეთოს ისე, რომ ტრანსფერი უკვე 2014 წელს განხორციელდეს. ვარაუდობენ, რომ ალონსოს მიწვევა საშუალებას მისცემს "მაკლარენს" გააუმჯობესოს სიტუაცია სპონსორებთან დაკავშირებით.

ამასობაში, ალონსომ იაპონიის გრანპრის წინ განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ უახლოეს ეტაპზე დაამხობს მიხაელ შუმახერის რეკორდს კარიერაში მოპოვებული ქულების რაოდენობით - ამისთვის, "ფერარის" პილოტს იაპონიაში მეექვსე ადგილზე გასვლა სჭირდება.

"დიახ,
ეს მნიშვნელოვანია. მე ფორმულა 1-ის რამდენიმე რეკორდის გაუმჯობესების შანსი მაქვს, რადგან მიხაელის გასწრება ტიტულებისა და გამარჯვებების რაოდენობით ძალიან რთული იქნება. იმედია, იაპონიაში გავაუმჯობესებ ქულების რეკორდს და შემდეგ ვიზეიმებ ამ მოვლენას"
, - განაცხადა ალონსომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დიდი ცირკის" აზიური ტურნე გრძელდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული