ზაფხულის შესვენების შემდეგ ფეტელმა მოიგო ზედიზედ ხუთი რბოლა და ინდოეთში აშკარა ფავორიტად ჩავიდა - გერმანელისთვის მეხუთე ადგილიც საკმარისი იქნებოდა მეოთხე ტიტულის ვადამდე ადრე მოსაპოვებლად.
"რედ ბულის" პილოტმა მოიგო ყველა თავისუფალი პრაქტიკა და დამაჯერებლად აიღო პოული - ზედიზედ მესამედ ინდურ ტრასაზე. რამდენიმე გუნდმა შეწირა კვალიფიკაციის შედეგი რბოლაში სავარაუდო უპირატესობას.
კომპანია "პირელიმ" ინდოეთში ჩაიტანა Medium-ისა და Soft
რბოლის წინ "პირელიმ" გააფრთხილა გუნდები, რომ არ ეცადათ მთელი დისტანციის ერთი პიტსტოპით გავლა. გარდა ამისა, იმ პილოტებს, რომლებიც "სოფტით" იღებდნენ სტარტს, ურჩიეს, მეორე წრეზე შესულიყვნენ ბოქსებში.
* * *
სტარტზე ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა, მთავარი გმირი კი მასა გახდა, რომელმაც გაუსწრო უებერსა და ორივე "მერსედესს". ისევ კარგი სტარტი აჩვენა ჰიულკენბერგმა - მეხუთე ადგილი რაიკონენთან ბრძოლის შემდეგ.
არ გაუმართლა ალონსოს: თავიდან მან წინა ანტიფრთა დააზიანა უებერის ბოლიდზე, შემდეგ კი კონტრაქტი ჰქონდა ბატონთან. ამით ფერნანდომ საბოლოოდ დააფიქსირა, რომ ფეტელი უკვე ინდოეთში გახდებოდა ჩემპიონი.
ფეტელმა დაუჯერა "პირელის" და უკვე მეორე წრეზე გადავიდა "მედიუმის" საბურავებზე. სხვა ლიდერებმა 5-6 წრე იმოძრავეს, გროსჟანმა კი 10 წრე გაძლო ტრასაზე. იყო იმის ვარაუდი, რომ სებასტიანი უკან ტრეფიკში მოხვდებოდა, მაგრამ ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას "რედ ბულის" შეტევებს.
რამდენიმე წრე ლიდერი იყო ფერნანდო მასა, რომელიც ორივე "მერსედესს" უსწრებდა, ხოლო, როცა ეს ტრიო ბოქსებში შევიდა, რბოლას სათავეში ჩაუდგა მარკ უებერი. სწორედ ორ "რედ ბულს" შორის ელოდნენ ამ ეტაპზე პირველობისთვის ბრძოლას. მათ შორის ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა მეორე პიტსტოპის შემდეგ ფეტელი თანაგუნდელზე წინ აღმოჩნდა, სულ მალე კი უებერმა ტრასის მიღმა გააჩერა მანქანა - მოიშალა გადაცემათა კოლოფი.
საინტერესო ბრძოლა წარიმართა მეორე ადგილისთვის. გააქტიურდნენ რაიკონენი და გროსჟანი (მე-17 პოზიციიდან აიღო სტარტი). ორივე "ლოტუსი" თითო პიტსტოპზე მიდიოდა. მათ შორის იმყოფებოდა როსბერგი. პოდიუმზე ასვლის იმედი ჰქონდათ მასას, ჰემილტონსა და პერესს. ეს ოთხეული აღარ აპირებდა ფინიშამდე საბურავის შეცვლას.
მაგრამ რაიკონენმა ვერ შეძლო ფინიშამდე მაღალი ტემპის შენარჩუნება და გაატარა როსბერგი, გროსჟანი და მასა, ბოლო წრეზე კი საერთოდ, ბოქსებში შეუხვია. გროსჟანს კი უფრო მყარი საბურავები აღმოაჩნდა და ზედიზედ მეორე რბოლაში ავიდა პოდიუმზე.
ფეტელმა კი ოთხგზის ჩემპიონის რანგში გადაკვეთა ფინიშის ხაზი. აქამდე მინიმუმ ოთხი ტიტული მიხაელ შუმახერს, ხუან-მანუელ ფანხიოსა და ალენ პროსტს ჰქონდათ მოპოვებული, ხოლო ზედიზედ ექვსი ეტაპი შუმახერმა, ალბერტო ასკარიმ და ჯიმ კლარკმა მოიგეს.
ინდოეთის გრან-პრი. XVI ეტაპი
დელი (60 წრე, 307.249 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:31.12,187 (2 პიტსტოპი)
2(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +29,823 (2)
3(17). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +39,892 (1)
4(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +41,692 (2)
5(9). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +43.829 (2)
6(3). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +52,400 (2)
7(6). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +1.07,900 (2)
8(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.12,800 (2)
9(13). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.14,700 (1)
10(11). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.16,200 (2)
11(8). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +1.18,200 (3)
12(18). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.18,9 (2)
13(14). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (2)
14(10). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (4)
15(16). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (3)
16(15). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (2)
17(22). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
18(19). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (2)
19(7). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) 6 წრე (4)
20(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 20 წრე
21(21). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 24 წრე
22(20). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 58 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 322 (10 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 207 (2); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 183 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 169 (1); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 148; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 144 (2); 7. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 102; 8. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 102; 9. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 60; 10. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 40; 11. ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) - 39; 12. სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) - 33; 13. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 28; 14. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 19; 15. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 13; 16. ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 6; 16. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 470; 2. მერსედესი - 313; 3. ფერარი - 309; 4. ლოტუსი - 285; 5. მაკლარენი - 93; 6. ფორს ინდია - 68; 7. ზაუბერი - 45; 8. ტორო როსო - 32; 9. უილიამსი - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავტო-მოტოსპორტი: უქმეების ანონსი