ფერნანდო ალონსოს აშშ-ში ვნახავთ

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის გრანპრიში, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება. ესპანელმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და ექიმებისგან ტრასაზე გასვლის ნებართვა მიიღო.

"ბარგი უკვე ჩავალაგე და ოსტინში მივემგზავრები. მართალია, ზურგის არეში ტკივილს ისევ ვგრძნობ, მაგრამ ტრასაზე აუცილებლად გავალ და გუნდს დავეხმარები. როგორც ყოველთვის, ვეცდები, 100 პროცენტით წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები",
- დაწერა თავის "ტვიტერზე" ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ "ფერარი" კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში მეორე ადგილისთვის ებრძვის "ლოტუსსა" და "მერსედესს".

კუბიცა: დაბრუნება შეუძლებელია
"ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ ამას წინათ განაცხადა, რომ
მისი გუნდი ყურადღებით ადევნებდა თვალს რობერტ კუბიცას კარიერას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონელი ისევ ვიხილოთ ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან. BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კუბიცამ დაადასტურა, რომ პრაქტიკულად, არ აქვს "დიდ ცირკში" დაბრუნების შანსი, რისი მიზეზიც ხელის ტრავმაა.

"ალბათ, შევძლებ ფორმულა 1-ის მანქანის პილოტირებას ტესტებზე, მაგრამ ამაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ შემიძლია რბოლებში მონაწილეობა. სტეფანო დომენიკალიმ თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ შეზღუდული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში. ვოცნებობ ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე, ეს ჩემი მიზანია, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს ძალიან რთულია, მე ვიტყოდი, თითქმის შეუძლებელი",
- ამბობს პოლონელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული