ლუის ჰემილტონი: 2014 წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება

AutoSharing Option
"მერსედესის" ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი ემზადება იმისთვის, რომ ზამთარში ბევრი მუშაობა მოუწევს.

"უნდა ვიმუშაო ინჟინრებთან გუნდის ბაზაზე და ვგრძნობ, რომ ეს ზამთარი ჩემთვის ისევე დაძაბული იქნება, როგორც ჩემი სადებიუტო სეზონის წინ იყო.

თუ ჩემს წლევანდელ შედეგებს შევაჯამებთ, საშუალო წელი გამოვიდა. ასე რომ, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო და შევეცადო გავიდე იმ დონეზე, როცა ვიგრძნობ, რომ მეტის მიღწევა შემიძლია.

2014 წელს ბევრი რამ შეიცვლება. თავიდან მოგვიწევს დამუხრუჭების წერტილებში, DRS-ის სისტემაში, ავზში საწვავის რაოდენობაში გარკვევა და საბურავებიც განსხვავებული იქნება.

ამ ყველაფრის შესახებ დღეს
თითქმის არაფერია ცნობილი. სიმულატორზე მუშაობისას ჩვენ არ შეგვიძლია საბურავის შემოწმება. ასე რომ, რთულია იმის გარკვევა, რამდენად შეიცვლება პილოტირების სტილი"
, - განაცხადა ლუის ჰემილტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკ უებერი პოდიუმით წავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული