არაოფიციალური ინფორმაციით, შუმახერს თავის ქალის ნაწილი ამოკვეთეს

AutoSharing Option
არაოფიციალური ინფორმაციით გრენობლის საავადმყოფოში ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს თავის ქალის ნაწილი ამოკვეთეს.

აღნიშნული ოპერაცია ყოფილ მრბოლელს შიდა ქალის წნევის დაწევის მიზნით გაუკეთეს.

წყაროს ცნობით, ოპერაცია 13 იანვარს ჩატარდა და წარმატებით დასრულდა.

თუმცა ამავე დროს შეგახსენებთ, რომ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა საზოგადოებას სთხოვა, რომ ჭორებს არ აჰყვნენ და მხოლოდ ექიმების ოფიციალურ განცხადებებსა და თავად მას დაუჯერონ.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, საფრანგეთის კურორტ მერიბელში სამთო თხილამურებით სრიალისას, მიხაელი ტრასაზე დაეცა და თავი ქვას დაარტყა. 45 წლის ავტომრბოლელი ვერტმფრენით ჯერ დაბა
მუტიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი გრენობლის კლინიკაში მოათავსეს. ექიმებმა შუმახერს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს და ხელოვნური კომას მდგომარეობაში შეიყვანეს.

მომზადებულია f1-world.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მიხაელ შუმახერმა თავის ცოლ-შვილს მილიარდი ევრო უანდერძა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული