უნგრული "ფერენცვაროშის" ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა.
4 მაისს, OTP ლიგის 31-ე ტურის მატჩში, "უიპეშტთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში დვალმა ხელი მოიტეხა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
"ოპერაცია დასრულდა, ველოდები დაბრუნებას", - წერს საქართველოს ნაკრების მცველი Instagram-ზე.
ლაშა დვალი "ფერენცვაროშის" მოთამაშე გასულ ზამთარს გახდა. ის უნგრულ კლუბს პოლონური "პოგონიდან" შეუერთდა და რამდენიმე ტურის წინ ჩემპიონობაც იზეიმა.