L'Équipe: ექიმებმა მიხაელ შუმახერის კომადან გამოყვანა დაიწყეს

AutoSharing Option
ფრანგული გრენობლის საავადმყოფოს ექიმებმა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ეტაპობრივი გამოღვიძება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ავტომრბოლელი ერთი თვის წინ, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. მას სამი ოპერაცია გაუკეთდა და აქამდე ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაშია.

L'Équipe-ი იუწყება, რომ შუმახერი კომადან გამოყვანის პროცესზე, რომელიც ამ კვირიდან დაიწყო, კარგად რეაგირებს.

გერმანელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო ოფიციალური განცხადება კი იანვრის შუაში გაკეთდა. მაშინ ითქვა, რომ მიხაელის მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ კრიტიკულია.

ასევე იხილეთ:
მიხაელ შუმახერის მდგომარეობა დაშავებიდან 30 დღის
შემდეგ

მიხაელ შუმახერმა თავის ცოლ-შვილს მილიარდი ევრო უანდერძა
მიხაელ შუმახერს სხეულის მარჯვენა ნახევრის დამბლა და ხმის დაკარგვა ემუქრება
მიხაელ შუმახერის ფანები ლუის ჰემილტონის პროვოკაციულმა ფოტოებმა აღაშფოთა
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ უნდა ჩამოეყვანათ და ანდერძს წერტილს დაუსავმდნენ, ამდენსაც არ აწვალებდნენ მე სამე დღეს გადაუწყვედენ ყველაფერს, ვაი რა გვეშველება, კომაში თუ არ ხარ შეყვანიდან ათ წუთში ჩაგაგდებენ..
dato
15:16 29-01-2014
0

სიახლეები პოპულარული