"უილიამსის" პრესსამსახურში იტყობინებიან, რომ შოტლანდიელი ისევ დაეხმარება ბრიტანულ საჯინიბოს ბოლიდის დახვეწაში და ის ამ როლში პარტნიორობას გაუწევს გუნდის ახალ ტესტ-პილოტს, ფელიპე ნასრს.
გუნდში უკვე დაადასტურეს, რომ ქალი-პილოტი "უილიამსის" საჭესთან ორჯერ დაჯდება - ლაპარაკია ბრიტანეთისა და გერმანიის ეტაპების თავისუფალ პრაქტიკებზე. გარდა ამისა, სიუზი ერთ-ერთ სატესტო დღესაც იმუშავებს "უილიამსის" მანქანასთან.
ვოლფი DTM-ის სერიის ყოფილი პილოტია და მან
"ძალიან მადლიერი ვარ იმ ნდობისთვისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც გუნდმა გამომიცხადა, - განაცხადა სიუზიმ. - წლევანდელი სეზონი ჩემთვის გარდამტეხი უნდა გახდეს.
გუნდში ჩემი როლი მუდმივად იზრდება, კულმინაცია კი შეიძლება ვუწოდოთ შარშანდელ ახალგაზრდულ ტესტებსა და აეროდინამიკურ გამოცდებს.
პარასკეობით გრანპრის რანგში ტრასაზე გასვლა და ტესტებზე მუშაობა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ და მოუთმენლად ველი მომენტს, როცა FW36-ის საჭესთან მიხილავთ".
ცნობისთვის, სიუზი ვოლფი Mercedes Motorsport-ის დღევანდელი შეფის, ტოტო ვოლფის მეუღლეა. ეს უკანასკნელი "უილიამსის" ერთ-ერთი თანამფლობელი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ქალი-პილოტი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა ფორმულა 1-ის სარბოლო უქმეებში, ჯოვანა ამატი იყო. 1992 წელს მან კვალიფიკაცია ვერ გაიარა აშკარად სუსტი "ბრებემის" მანქანით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"