ფორმულა 1. ბრაზილიის გრანპრი: ყველაფერს აბუ დაბი გადაწყვეტს

AutoSharing Option
ზედიზედ სამი წელი ბრაზილიის გრანპრი ასრულებდა სეზონს, მაგრამ 2014 წელს ეს პატივი აბუ დაბის გადაულოცა. ტიტულისთვის ბრძოლაში გუშინდელ რბოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. ლუის ჰემილტონი ვერ შეძლებდა ვადაზე ადრე ტიტულის მოგებას - მისი ბედი ნებისმიერ შემთხვევაში ორი კვირის შემდეგ აბუ დაბიში გაირკვევა.

შაბათს, სეზონში მეათე პოული მოიპოვა ნიკო როსბერგმა. ჰემილტონმა თანაგუნდელთან სამი მეასედი წააგო და მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი. მეორე ხაზიდან დაიწყეს რბოლა მასამ და ბოტასმა, მესამედან - ბატონმა და ფეტელმა.

როსბერგმა გაჭირვებით მოახერხა სეზონში მეხუთე რბოლის მოგება. ნიკომ სტარტზე
შეინარჩუნა ლიდერობა. ჰემილტონი ნელ-ნელა ჩამორჩა თანაგუნდელს, 28-ე წრეზე კი საერთოდ შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა. ამის შემდეგ ბრიტანელმა ფანტასტიკური ტემპი განავითარა, წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა და ლიდერსაც დაეწია. ბოლო ათი წრე ლუისს სერიოზული ზეწოლა ჰქონდა როსბერგზე, მაგრამ ნიკომ გაძლო და ახლა 17 ქულამდე შეამცირა სხვაობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

როგორც იცით, სეზონის ბოლო რბოლაში ორმაგი ქულები თამაშდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუისს მეორე ადგილზე გასვლა ეყოფა ტიტულის მოსაპოვებლად.

სან პაულუ (71 წრე, 305.909 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:30.02,555 (3 პიტსტოპი)
2(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +1,457 (3)
3(3). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +41,031 (3)
4(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +48,658 (3)
5(6). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +51,420(3)
6(8). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +1.01,906 (3)
7(10). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +1.03,730 (2)
8(12). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +1.03,934 (3)
9(7). კევინ მაგნუსენი (მაკლარენი, დანია) +1.10,085 (3)
10(4). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (3)
11(17). დანიილ კვიატი (ტორო როსო, რუსეთი) 1 წრე (3)
12(16). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 1 წრე (3)
13(14). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (3)
14(11). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (3)
15(18). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (2)
16(13). ადრიან სუტილი (ზაუბერი, გერმანია) 8 წრე (3)
17(14). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 8 წრე
18(9). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 32 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 334 (10 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 317 (5 მოგება); 3. დანიელ რიკარდო - 214 (3 მოგება); 4. სებასტიან ფეტელი - 159; 5. ფერნანდო ალონსო - 157; 6. ვალტერი ბოტასი - 156; 7. ჯენსონ ბატონი - 106; 8. ფელიპე მასა - 98; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 80; 10. კევინ მაგნუსენი - 55; 11. კიმი რაიკონენი - 53; 12. სერხიო პერესი - 47; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 22; 14. რომენ გროსჟანი - 8; 15. დანიილ კვიატი - 8; 16. ჟიულ ბიანკი - 2; 17. პასტორ მალდონადო - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 608; 2. რედ ბული - 363; 3. უილიამსი - 238; 4. ფერარი - 196; 5. მაკლარენი - 147; 6. ფორს ინდია - 123; 7. ტორო როსო - 31; 8. ლოტუსი - 9; 9. მარუსია - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული