ფორმულა 1: ფერნანდო ალონსო და "მაკლარენი" გადაწყვეტილია

AutoSharing Option
სულ უფრო ნაკლები ეჭვია იმაზე, რომ 2015 წელს ფერნანდო ალონსო "ფერარიდან" "მაკლარენში" გადავა. თუმცა ესპანელი პილოტი მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.

მიუხედავად ამისა, ბრიტანული Autosport-ი "მაკლარენთან" დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალონსოსთან კონტრაქტი შეთანხმებულია და ოფიციალურ განცხადებას აბუ დაბის გრანპრიმდე გააკეთებენ. თუმცა ბრიტანულმა საჯინიბომ ჯერ ვერ გაარკვია - ვინ იქნება ფერნანდოს პარტნიორი. "მაკლარენს" რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს კევინ მაგნუსენსა და ჯენსონ ბატონს შორის.

სადებიუტო სეზონში მაგნუსენი, პრაქტიკულად, არ ჩამორჩებოდა ბატონს, თუმცა ორჯერ ნაკლები ქულა დააგროვა. სავარაუდოდ, ალონსოს
ბრიტანელთან მუშაობა ურჩევნია, რომელსაც შეუძლია უფრო სწრაფად შეეგუოს "ჰონდას" ახალ ძრავებს და პროგრესს მიაღწიოს. თუმცა თავისი როლის შეიძლება ითამაშოს ფინანსურმა ფაქტორმა, რადგან მაგნუსენი "მაკლარენს" უფრო იაფი უჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული