ფორმულა 1: რა სჭირდება ჰემილტონს

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვარიანტები, რომელთა მიხედვითაც, სეზონის ბოლო რბოლის შემდეგ ჩემპიონი შეიძლება გახდეს ლუის ჰემილტონი.

შეგახსენებთ, რომ ჰემილტონი ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას. მას 334 ქულა აქვს და 17 ქულით უსწრებს თანაგუნდელ ნიკო როსბერგს.

როგორც იცით, აბუ დაბის გრანპრიზე ორმაგი ქულები უნდა გათამაშდეს. ამის გათვალისწინებით, ლუის ჰემილტონის საჩემპიონო ვარიანტები ასეთია:

- თუ როსბერგი მოიგებს რბოლას, ჰემილტონს დასჭირდება მეორე ადგილზე გასვლა;

- თუ როსბერგი მეორე ადგილს დაიკავებს, ჰემილტონი მინიმუმ მეხუთე ადგილზე უნდა გავიდეს;

- როსბერგის მესამე პოზიცია ჰემილტონისგან ითხოვს მინიმუმ
მეექვსე პოზიციაზე გასვლას;

- თუ როსბერგი მეოთხე მივა ფინიშთან, ჰემილტონს ჩემპიონობისთვის მერვე ადგილი ეყოფა;

- თუ როსბერგი მეხუთე ადგილს დაიკავებს, ჰემილტონი მეცხრე მაინც უნდა მივიდეს ფინიშთან.

- იმ შემთხვევაში, თუ როსბერგი მეხუთე ადგილზე ქვემოთ აღმოჩნდება, ჰემილტონი ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული