ფორმულა 1: "ფერარი" ისევ ახალი შეფით

AutoSharing Option
"ფერარიში" 2014 წლის განმავლობაში მეორედ შეიცვალა საჯინიბოს ხელმძღვანელობა - მარკო მატიაჩიმ ეს პოსტი მაურიციო არივაბენეს დაუთმო, რომელიც კომპანია Philip Morris-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. შეგახსენებთ, რომ მატიაჩიმ გუნდის ხელმძღვანელის პოსტზე ლუკა დი მონტეძემოლო შეცვალა, მაგრამ ამ პოსტზე მხოლოდ რვა თვე გაძლო.

"ჩვენ მაურიციო არივაბენეს დანიშვნა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ "სკუდერიასთვის" და ფორმულა 1-ისთვის ამ ისტორიულ მომენტში გვჭირდება ადამიანი, რომელიც "ფერარიში" არსებულ სიტუაციის სრულად იცნობს; ასევე, ესმის მმართველობის სტრუქტურა და სპორტის ამ სახეობის მოთხოვნები.

მაურიციო მრავალი წელია ახლოს არის "სკუდერიასთან", ფორმულა 1-ის კომისიის
წევრის რანგში კი კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით ხოლმე. ის ყოველთვის იყო ნოვატორული იდეების წყარო, მის საორგანიზაციო გამოცდილებას ამ რთულ ბაზარზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი დაეხმარება გუნდის ხელმძღვანელობასა და მოტივაციის ამაღლებაში.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ მარკო მატიაჩის "ფერარიში" 15-წლიანი მუშაობის გამო. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში", - განაცხადა "ფერარის" პრეზიდენტმა სერჯო მარკიონემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული