"შეუძლებელია ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ უნდა იცოდე - ვის რა სურს და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ფორმულა 1-ის მართვისთვის მთელი კომიტეტის შექმნას, რადგან არსებობს ბიუროკრატიის ჩამოყალიბების საფრთხე. მაგრამ დიქტატურაც დაუშვებელია, არადა, აქ ამას ყველა მიჩვეულია.
წარმატებული კომპანიები ეფუძნებიან წარმატებულ ხელმძღვანელობას, რომელსაც ესმის - რა სურს თითოეულ მხარეს. ადგილი უნდა ჰქონდეს კომპრომისებს...
მე ვიმუშავებ ბერნი ექლსტოუნთან, რათა
შუმახერებმა სასამართლო მოიგეს
გერმანულმა სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი იმაზე, რომ მიხაელ შუმახერის ოჯახმა უნდა მიიღოს გარკვეული კომპენსაცია მორალური ზარალის ასანაზღაურებლად. ლაპარაკია პრესაში გავრცელებული იმ ცრუ ინფორმაციის შესახებ, თითქოს, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა სიარული დაიწყო.2015 წლის დეკემბერში, გერმანულმა ტაბლოიდმა Bunte-მ პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია. მასში ეწერა, რომ მიხაელმა, რომელიც აგრძელებს აღდგენას თავის ქალის უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თერაპევტის დახმარებით, აგრეთვე ხელის მაღლა აწევა შეძლო. ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა.
ჰამბურგში ჩატარებულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შუმახერების ოჯახმა უნდა მიიღოს კომპენსაცია 40 ათასიდან 100 ათასამდე ევროს ოდენობით. საბოლოო თანხის შესახებ, მომავალ თვეში გამოცხადდება.
პატიმრობა ნამწვის გამო
სინგაპურის გრანპრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა "ფერარის" შეფი მაურიციო არივაბენე დააკავეს. ინციდენტი ტრასის მიღმა მოხდა, - იტყობინება ესპანური გაზეთი ABC. იტალიელის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან სიგარეტის ნამწვი ურნაში არ ჩააგდო. სინგაპურში მკაცრად არის აკრძალული ქუჩების დანაგვიანება.ერთი წყაროს ცნობით, არივაბენე რამდენიმე საათით იყო დაკავებული. ამავდროულად, გაზეთმა "მარკამ" დაწერა, რომ საქმე მოგვარდა ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდით. ასეა თუ ისე, არივაბენემ სინგაპურის გრანპრის დაწყებამდე მიასწრო "ფერარის" ბოქსებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"