ფორმულა 1: ჩემპიონი ცოლს ირთავს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი თავის შეყვარებულზე, ნიკოლ შერცინგერზე დაქორწინებას აპირებს. ეს ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე ბრიტანულმა გაზეთმა გაავრცელა. პილოტი და მომღერალი 2007 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.

"ლუისისთვის პილოტის კარიერა ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა, ნიკოლი კი ძალიან მომთმენი იყო ამ დროის განმავლობაში. მაგრამ ახლა, როცა ჰემილტონმა ფორმულა 1-ში ოცნება აისრულა, შეუძლია ოჯახური ცხოვრების მოწყობაზე იფიქროს. სავარაუდოდ, ის შობის დღეს სთხოვს ხელს თავის შეყვარებულს", - წერს გამოცემა British Star-ის ჟურნალისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული