როგორც მოსალოდნელი იყო, გაისად "მაკლარენის" ღირსებას დაიცავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო, რომელმაც წლევანდელი სეზონის შემდეგ დატოვა "ფერარი". მისი თანაგუნდელი იქნება ბრიტანელი ჯენსონ ბატონი. ჯერჯერობით ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა ალონსოს კონტრაქტის ხანგრძლივობა.
რაც შეეხება დანიელ კევინ მაგნუსენს, რომელიც ბატონის პარტნიორი იყო 2014 წელს, მას მესამე პილოტის როლით მოუწევს დაკმაყოფილება.
"ჩვენ ალონსო გარკვეული დროის წინ გავიფორმეთ, მაგრამ არ გვინდოდა ამის გამოცხადება იქამდე, სანამ მისი პარტნიორის საკითხი არ
* * *
"მაკლარენის" გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ თითქმის სრულად დაკომპლექტდა 2015 წლისთვის გუნდების შემადგენლობები:მერსედესი
ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი)
ნიკო როსბერგი (გერმანია)
რედ ბული
დანიელ რიკარდო (ავსტრალია)
დანიილ კვიატი (რუსეთი)
უილიამსი
ვალტერი ბოტასი (ფინეთი)
ფელიპე მასა (ბრაზილია)
ფერარი
სებასტიან ფეტელი (გერმანია)
კიმი რაიკონენი (ფინეთი)
ფორს ინდია
ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია)
სერხიო პერესი (მექსიკა)
მაკლარენი
ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)
ტორო როსო
კარლოს საინსი (ესპანეთი)
მაქს ვერსტაპენი (ჰოლანდია)
ლოტუსი
რომენ გროსჟანი (საფრანგეთი)
პასტორ მალდონადო (ვენესუელა)
ზაუბერი
მარკუს ერიქსონი (შვედეთი)
ფელიპე ნასრი (ბრაზილია)
როგორც ცნობილია, 2014 წლის ჩემპიონატის გუნდებიდან რუსულმა "მარუსიამ" შეწყვიტა არსებობა. რაც შეეხება "კატერჰემს", მასაც ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას და ჯერ პილოტების არჩევისთვის არ სცალია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"