ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა რობერტ კუბიცამ აღიარა, რომ ვეღარ ხედავს "სამეფო რბოლებში" დაბრუნების აზრს, რადგან უკვე ბოლომდე გადაერთო რალიზე. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დასაწყისში პოლონელი იტალიაში, რალის დროს უმძიმეს ავარიაში მოხვდა და მარჯვენა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო.
"არ მენატრება ფორმულა 1-ის ატმოსფერო, მაგრამ მაკლია ის შეგრძნებები, რომლებსაც ფორმულა 1-ის ბოლიდი იძლევა. დაბადებული ვარ ტრეკზე რბოლებისთვის და ეს ოცნება ავისრულე, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა. ფიზიკურად ისევ შემიძლია ფორმულას მანქანის მართვა.
შარშან ცოტა ხანი ვიმუშავე სტიმულატორზე და ვერ ვიტყვი, რომ შედეგები ნეგატიური
იყო, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ არანაირი აზრი არ აქვს ყველაფრის ნულიდან დაწყებას", - ამბობს კუბიცა "ავტოსპორტთან" კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"