ფორმულა 1: ბიანკი ისევ უგონოდაა

AutoSharing Option
"მარუსიას" ყოფილი პილოტის, ჟიულ ბიანკის ნეიროქირურგიული მდგომარეობა კვლავინდებურად რთულია, თუმცა ფრანგის ოჯახის წევრთა ინფორმაციით, დაწყებულია სარეაბილიტაციო თერაპია.

ბიანკის მშობლების - ფილიპისა და კრისტინის სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის ახალგაზრდა პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ ჟიული ოქტომბერში, იაპონიის გრანპრიზე უმძიმეს ავარიაში მოხვდა.

25 წლის ბიანკი პირველი შვიდი კვირა იოკაიჩის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საფრანგეთში გადაიყვანეს.

მშობლების თქმით, პილოტი დამოუკიდებლად სუნთქავს, მაგრამ კვლავაც უგონო მდგომარეობაშია.

"ჟიული საუკეთესო მკურნალობას იღებდა ნიცას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის ცენტრში, ახლა კი ამავე
სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მსგავსი ტრავმების მქონე პაციენტებს მკურნალობენ.

მისი ნეიროქირურგიული მდგომარეობა არ შეცვლილა: უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ დამოუკიდებლად სუნთქავს", - წერია განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ცუდია,ნეტა გამოჯანმრთEლდეს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული