ფორმულა 1: არის ახალი "მაკლარენი"!

AutoSharing Option
გუშინ ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" 2015 წლის ბოლიდის - MP4-30-ის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო. ეს არის "მაკლარენის" პირველი მანქანა 1992 წლის შემდეგ, რომელიც "ჰონდას" ძრავით იქნება აღჭურვილი.

ამ ბოლიდის მომზადება ერთი წლის წინ დაიწყო. ორივე კომპანია დიდი იმედებს ამყარებს ახალ მანქანაზე. გუნდის წარმომადგენლები ლაპარაკობენ უკვე 2015 წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნებაზე.

"მაკლარენმა" მასშტაბური რესტრუქტურიზაცია ჩაატარა, გუნდში მიიწვია "რედ ბულში" აეროდინამიკის განყოფილების ყოფილი შეფი პიტერ პროდრომი და სხვა ძლიერი სპეციალისტები. გაფორმდა კონტრაქტი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ფერნანდო ალონსოსთან, რომელიც "ფერარიდან" გადაიბირეს.

ბრიტანული საჯინიბოს პრეზენტაცია ვირტუალური
იყო - პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ყველას აინტერესებდა, რა შეფერილობას აირჩევდნენ "მაკლარენი" და "ჰონდა". გამოქვეყნებულ ვიდეოსა და ფოტოებზე ჩანს, რომ მანქანა ვერცხლისფერ, შავ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული