პატარა შუმახერი ფორმულას უმიზნებს

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი - მიკ შუმახერი ახლოსაა ფორმულა 4-ში გადასვლასთან. 15 წლის გერმანელი საჯინიბო Van Amersfoort-ის ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი შუმახერი გასულ სეზონში ვიცე-ჩემპიონი გახდა KF-Junior-ის კლასში (კარტინგი). გარდა ამისა, კარტინგებში გერმანიის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. იქ ახალგაზრდა პილოტი მიკ ჯუნიორის ფსევდონიმით გამოდიოდა.

საინტერესოა, რომ ფორმულა 3-ში Van Amersfoort-ის ღირსებას ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი იცავდა, რომელმაც წელს საპრიზო პილოტის ვაკანსია შეავსო "ტორო როსოში".

DTM-ის სერიის ორგზის ჩემპიონი ტიმო შნაიდერი Sportwoche-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს უმცროსი შუმახერის სიჩქარეს.

"მიკი აბსოლუტურად სწრაფი მეჩვენება, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში. როგორც ჩანს, სარბოლო ნიჭი მას მამისგან გამოჰყვა", - განაცხადა შნაიდერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული