ბრიტანული საჯინიბო აშკარა აუტსაიდერია ტესტების სამივე სერიაში გავლილი მანძილით - თითქმის ამდენი გაიარა "ფორს ინდიამ" სამი დღის განმავლობაში. თუმცა ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, რადგან შარშან "რედ ბულმაც" 300 წრეზე ნაკლები დაფარა, მაგრამ მეორე ადგილი დაიკავა კონსტრუქტორთა თასზე.
არც ისე პოზიტიურად ჩაიარა ტესტებმა "რენოს" კლიენტებისთვის. ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები აღიარებენ ლიდერებთან ჩამორჩენას, მაგრამ სეზონის მსვლელობისას მომატების იმედი
ამ ეტაპზე "მერსედესის" მთავარ კონკურენტად "უილიამსს" მიიჩნევენ. გუნდმა ძალიან სტაბილურად ჩაატარა ზამთრის პროგრამა, თავიდან აიცილა სერიოზული პრობლემები და თითქმის არ დაუკარგავს დრო. გუშინ საჭესთან ვალტერი ბოტასი დაჯდა, რომელმაც დილით საუკეთესო დრო აჩვენა და მისი გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.
ზამთრის ტესტები დასრულებულია. ორი კვირის შემდეგ გავიგებთ სეზონის პირველი გრანპრის გამარჯვებულს.
IV დღე
1. ბოტასი (Williams) 1.23,063 (89 წრე)
2. ფეტელი (Ferrari) +0,406 (129)
3. ნასრი (Sauber) +0,960 (159)
4. ფერსტაპენი (Toro Rosso) +1,464 (85)
5. რიკარდო (Red Bull) +1,575 (72)
6. პერესი (Force India) +2,050 (130)
7. როსბერგი (Mercedes) +2,123 (148)
8. ბატონი (McLaren) +2,264 (30)
9. მალდონადო (Lotus) +5,209 (36)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"