შემოსავლის მიხედვით, ახალ სეზონში ლიდერი გახდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი, რომლის წლიური ხელფასი 25 მილიონი ევროა. მეორე ადგილზეა ფერნანდო ალონსო - 23 მილიონი, ხოლო მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა სებასტიან ფეტელმა - 22 მილიონი. ცნობისთვის, შარშანდელი მონაცემებით, ლიდერები იყვნენ ალონსო და ფეტელი, რომლებიც 22-22 მილიონ ევროს გამოიმუშავებდნენ.
საინტერესოა, რომ "ფერარის" პილოტის, კიმი რაიკონენის ხელფასი თითქმის 26-ჯერ მაღალია მისი
ასევე, გამოცემა აქვეყნებს გუნდების წლიური ბიუჯეტის მონაცემებს. აქ ლიდერია "ფერარი" 430 მილიონით. შემდეგ მოდის "რედ ბული" - 400 მილიონი, ხოლო მესამეზეა მოქმედი ჩემპიონი "მერსედესი" - 380 მილიონი. "მაკლარენ-ჰონდას" ბიუჯეტი შეფასებულია 240 მილიონად.
ხუთეულშია აგრეთვე "უილიამსი" 180-მილიონიანი ბიუჯეტით.
პილოტების ხელფასები 2015 წელს:
1. ჰემილტონი (Mercedes) 25 მლნ.
2. ალონსო (McLaren) 23 მლნ.
3. ფეტელი (Ferrari) 22 მლნ.
4. როსბერგი (Mercedes) 20 მლნ.
5. რაიკონენი (Ferrari) 18 მლნ.
6. ბატონი (McLaren) 12 მლნ.
7. მასა (Williams) 5 მლნ.
8. გროსჟანი (Lotus) 4.5 მლნ.
9. რიკარდო (Red Bull) 3 მლნ.
9. მალდონადო (Lotus) 3 მლნ.
9. პერესი (Force India) 3 მლნ.
12. კვიატი (Red Bull) 1 მლნ.
12. ჰიულკენბერგი (Force India) 1 მლნ.
14. ბოტასი (Williams) 700 000
15. ფერსტაპენი (Toro Rosso) 600 000
15. საინსი (Toro Rosso) 600 000
17. ნასრი (Sauber) 500 000
17. ერიქსენი (Sauber) 500 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"