ამ სიას ადგენს კომპანია Repucom-ი, რომელიც სპორტულ ანალიტიკაზე სპეციალიზდება. Repucom-ი სოციალური გამოკითხვების შედეგად ზომავს პილოტების ცნობადობის დონეს, არკვევს, როგორია მათ მიმართ ფართო პუბლიკის დამოკიდებულება, რამდენად მაღალია პრესის მხრიდან ყურადღება, რამდენად უწყობენ ისინი ხელს საკუთარი სპონსორების წინსვლას.
გამოკითხვის შედეგებით გაირკვა, რომ ალონსო ცნობადობის მხრივ ლიდერად რჩება: მშობლიურ ესპანეთში "მაკლარენის" პილოტს გამოკითხულთა 98 პროცენტი იცნობს, 88 პროცენტს მიაჩნია, რომ ფერნანდო ეფექტურია ამა თუ იმ ბრენდის ელჩის როლში და 83-მა
ესპანელის ჯამურმა რეიტინგმა 100 შესაძლებლიდან 89.6 პროცენტი შეადგინა, რითაც გაუსწრო ფელიპე მასას - ყოფილ თანაგუნდელს "ფერარიდან", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. ბრაზილიაში "უილიამსის" პილოტს გამოკითხულთა 99 პროცენტი იცნობს და 89 პროცენტი მის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
მესამე ადგილი რეიტინგში სებასტიან ფეტელს ერგო, მეოთხე - ლუის ჰემილტონს. ამ უკანასკნელის პოზიციები წინა წელთან შედარებით გამყარდა და ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ბრიტანეთში 93 პროცენტი ცნობს - ორი პროცენტით მეტი, ვიდრე 2014 წელს.
ჰემილტონს მოსდევს ჯენსონ ბატონი. მეექვსე ადგილი დაიკავა შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ნიკო როსბერგმა. პირველად შევიდა TOP10-ში დანიელ რიკარდო, თან პირდაპირ მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა - სამმა მოგებამ გასულ სეზონში თავისი საქმე გააკეთა.
ყველაზე უცნაური ის არის, რომ მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა 17 წლის მაქს ფერსტაპენი: ნორჩი ჰოლანდიელი უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს.
ცნობადობის რეიტინგი
1. ფერნანდო ალონსო 89.66
2. ფელიპე მასა 88.84
3. სებასტიან ფეტელი 85.49
4. ლუის ჰემილტონი 83.68
5. ჯენსონ ბატონი 79.62
6. ნიკო როსბერგი 79.40
7. დანიელ რიკარდო 66.97
8. რომელ გროსჟანი 66.56
9. მაქს ფერსტაპენი 64.84
10. სერხიო პერესი 63.41
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"