ფორმულა 1: ლუისი და "მერსედესი" შეთანხმდნენ

AutoSharing Option
ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, "მერსედესმა" და ლუის ჰემილტონმა ახალი კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმეს და იურიდიული ფორმალობების დასრულების შემდეგ, ხელშეკრულებას ამ დღეებში ოფიციალურად გააფორმებენ.

როგორც იტყობინებიან, კონტრაქტის თანხა არ შეცვლილა წინა ხელშეკრულებასთან შედარებით - 31 მილიონი დოლარი წელიწადში, რასაც სხვადასხვა პრემია დაემატება. ასე რომ, ბრიტანელი პილოტის საერთო შემოსავალი დაახლოებით 40 მილიონი იქნება. ამდენივეს იღებენ სებასტიან ფეტელი "ფერარიში" და ფერნანდო ალონსო "მაკლარენში".

"კონტრაქტის საკითხი 99.6 პროცენტით არის მოგვარებული. ყველაფერი განვიხილეთ და მხოლოდ ფორმალობები დარჩა", - განაცხადა ჰემილტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული